კორონავირუსის გამო, პირველად ბოლო 100 წლის მანძილზე ავსტრალიის 2 შტატს შორის საზღვარი ჩაიკეტა | Allnews.Ge

კორონავირუსის გამო, პირველად ბოლო 100 წლის მანძილზე ავსტრალიის 2 შტატს შორის საზღვარი ჩაიკეტა

კორონავირუსის გამო, პირველად ბოლო 100 წლის მანძილზე ავსტრალიის 2 შტატს- ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსს შორის საზღვარი ჩაიკეტა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტატებმა საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ვიქტორიას შტატში კორონავირუსის 191 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორისაც 154 დაუდგენელი წყაროდან გავრცელდა.

ავსტრალიაში დღემდე კორონავირუსის 8 583 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 105 ადამიანი. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მელბურნში კორონავირუსის ასობოთ შემთხვევა დადასტურდა, რამაც ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შეთხვევების 95% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსს შორის საზღვარი ბოლოს 1919 წელს, ესპანური გრიპის პანდემიის დროს, ჩაიკეტა.

myquiz