ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციები „ეკონომიკურ ტერორიზმს“ შეადარა | Allnews.Ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციები „ეკონომიკურ ტერორიზმს“ შეადარა

ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციები "ეკონომიკურ ტერორიზმს" შეადარა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოჰამად ჯავად ზაფირმა აშშ-ის მოქმედებები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამერიკა ზესახელმწიფოდ არ უნდა მოიაზრებოდეს.

"აშშ-ის მოქმედებები ჩაგვრის ეკონომიკური ზომებია, უკეთ რომ ვთქვათ, ეს მოქმედებები არის ეკონომიკური ტერორიზმი", - განაცხადა ზაფირმა.

მისივე თქმით, აშშ კორონავირუსს უსაფრთხოების პრობლემად განიხილავს, რათა საკუთარი თავი დაიცვას.

myquiz