"სპორტდარბაზის კლასტერი"- სამხრეთ კორეის ერთ-ერთ სპორტდარბაზში კორონავირუსით დაინფიცრების შემთხვევები დაფიქსირდა | Allnews.Ge

"სპორტდარბაზის კლასტერი"- სამხრეთ კორეის ერთ-ერთ სპორტდარბაზში კორონავირუსით დაინფიცრების შემთხვევები დაფიქსირდა

სამხრეთ კორეის ერთ-ერთ სპორტდარბაზში კორონავირუსით დაინფიცრების შემთხვევები დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 16 შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში ე.წ. "სპორტდარბაზის კლასტერთანაა" დალავშირებული.

საერთო ჯამში სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 13 030 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 11 811 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 283 კი გარდაიცვალა.

myquiz