ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა | Allnews.Ge

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევებით დადასტურდა, რომ "რემდესივირი" ინფიცირებულ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება და სიკვლდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატს კომპანია "გილეადი" აწარმოებს.

კორონავირუსის წინააღმდეგ "რემდესივირის" გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდნეიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. 1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეპარატ "რემდესივირის" 500 000 დოზა შეიძინა. მათ კომპანია "გილეადთან" კონტრაქტი უკვე გააფორმეს, რის შედეგადაც ივლისში კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის 100%-ს აშშ-ში გამოყენებენ.

myquiz