რა ხდება სომხეთში?- ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 759 ადამიანი დაინფიცირდა | Allnews.Ge

რა ხდება სომხეთში?- ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 759 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 247-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 410-მდე გაიზარდა.

26 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსისგან დაინფიცირებული 12 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობის დაინფიცირებულ პაცნიეტებთან შეფარდებით სომხეთი მე-11 ადგილზეა მსოფლიოში

myquiz