პაკისტანში 150 პილოტი დააკავეს, რომელსაც პილოტის ყალბი ლიცენზია ჰქონდა | Allnews.Ge

პაკისტანში 150 პილოტი დააკავეს, რომელსაც პილოტის ყალბი ლიცენზია ჰქონდა

პაკისტანში, ქვეყნის საერთაშორისო ავიახაზებში მომუშავე 150 პილოტი დააკავეს, რომელსაც პილოტის ყალბი ლიცენზია ჰქონდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის ავიაციის მინისტრის, გულამ სარვარ ხანის განცხადებით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ პაკისტანში 860 პილოტიდან 150-ს ყალბი ლიცენზია ჰქონდა, 110-მა კი მოწმობა გამოცდის დროს წესებს დარღვევით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებმა პილოტების ლიცენზიების გადამოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეს ქვეყანაში ავიაკასტროფას 97 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიცილური დასკვინის მიხედვით, კატასტროფის მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა. პილოტის დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მას ლიცენზია ოფიციალური დასვენების დღეს ჰქონდა მიღებული და ყალბი იყო.

myquiz