სამხრეთ კორეაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა | Allnews.Ge

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა გავრცელებული, თუმცა დაინფიცირების მაჩვენებელი პირველ ტალღასთან შედარებით მცირეა. სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ჩან იენ კიონის განცხადებით, პირველი ტალღა აპრილის ბოლოს დამთავრდა, მაისის დასაწყისში კი, როცა ახალი კლასტერები გაჩნდა, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

ცნობისათვის, სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 12 438-ს მიაღწია, ვირუსით ქვეყანაში 280 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 10 881-ია

myquiz