კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე სწრაფი ტემპით ლათინური ამერიკის ქვეყნებში იზრდება | Allnews.Ge

კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე სწრაფი ტემპით ლათინური ამერიკის ქვეყნებში იზრდება

ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბრაზილიაში ვირუსს 40 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 1 274 ფატალური შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა. კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა მექსიკაში, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 4 883 შემთხვევა დადასტურდა და 708 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი ქვეყანას 129 184 დაინფიცირებული და 15 357 დაღუპული ჰყავს.

ბრაზიილსა და მექსიკის გარდა კორონავირუსის შემთხვევბი განსაკუთრებით გაიზარდა პერუსა და ჩილეშიც.

myquiz