ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 21 638-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 21 638-მდე გაიზარდა

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ირანში 21 600-ს მიაღწია, რომელთაგან 1685 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა ალი რეზა ვაჰაბზადემ განაცხადა.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 1028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეისთვის 21 638 შემთხვევაა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ბოლო 24 საათში 129 ადამიანი გარდაიცვალა" , - წერს ვაჰაბზადე "ტვიტერის" გვერდზე.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 7913 ადამიანი.

myquiz