ბრიტანეთში პენსიაზე გასულ ექიმებსა და ექთნებს სამსახურებში დაბრუნებას სთხოვენ | Allnews.Ge

ბრიტანეთში პენსიაზე გასულ ექიმებსა და ექთნებს სამსახურებში დაბრუნებას სთხოვენ

დიდი ბრიტანეთი 65 000 ექიმსა და ექთანს, რომლებიც ბოლო სამი წლის მანძილზე პენსიაზე გავიდნენ, სთხოვს სამსახურებს დაუბრუნდნენ რათა ქვეყანა "მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე დიდ საფრთხეს" გაუმკლავდეს.

"რადგან ჯანდაცვის სერვისი ცდილობს გაუმკლავდეს მსოფლიოში არსებულ ყველაზე დიდი ჯანდაცვის საფრთხეს, ჩემი მესიჯი ყოფილი კოლეგებისადმი იქნება "თქვენ ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს სჭირდებით",- აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი რუთ მეი.

ამასთან, ბრიტანეთი სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც სთავაზობს დროებით დასაქმებას.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 3269 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს 144 ადამიანი ემსხვერპლა.

myquiz