ევროკავშირი საზღვრებს 30 დღის განმავლობაში დახურავს | Allnews.Ge

ევროკავშირი საზღვრებს 30 დღის განმავლობაში დახურავს

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა.

ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ ამ გადაწყვტილების შესახებ პირველად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საზღვრების დაკეტვის მიუხედავად გამონაკლისი დაიშვება გრძელვადიანი ბინადრობის მქონე რეზიდენტებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, დიპლომატისთვის, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები იმ პირებისთვის, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის ზომა, რითაც "ვირუსის გავრცელება გლობალურად უნდა შეიზღუდოს". "ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი ზომები, რათა შემცირდეს მოძრაობა და მინიმუმამდე დავიდეს კორონავირუსის გავრცელების რისკი"- აღნიშნა მან.

myquiz