ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა | Allnews.Ge

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ტესტის ჩატარების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ამ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

პრეზიდენტის ვაჟის ედუარდოს განცხადებით, ახლა ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსზე მეორე ტესტს უკეთებენ, რომლის პასუხიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება.

მისი თქმით ახლა კორონავირუსზე ტესტირებას პრეზიდენტის ოჯახის ყველა წევრი გაივლის.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა კორონავირუსის ტესტი მას შემდეგ გაიკეთა, რაც 12 მარტს პრეზიდენტის პრესმდივანს ფაბიო ვაინგარტენს კორონავირუსი დაუდგინდა.

myquiz