ევროკავშირი და თურქეთი მიგრანტების შესახებ მიღწეული შეთანხმების განხილვაზე შეთანხმდნენ | Allnews.Ge

ევროკავშირი და თურქეთი მიგრანტების შესახებ მიღწეული შეთანხმების განხილვაზე შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდორანის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირი და თურქეთი მიგრანტების შესახებ 2016 წელს მიღწეული შეთანხმების განხილვაზე შეთანხმდნენ.

Euronews-ის ინფორმაციით, შექმილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე ევროკავშირის ლიდერები და თურქეთის ხელისუფლება მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით დამატებით შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს, სადაც შეთანხმების პირობები გადაიხედება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თურქეთში 3.5 მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება. ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლტოლვილებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

ბოლო კვირების განმავლობაში საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა და ევროკავშირში მოხვედრა ათასობით მიგრანტმა სცადა.

myquiz