საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა | Allnews.Ge

საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთის პოლიციამ თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საზღვართან მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ასობით მიგრანტს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მიგრანტები საზღვირს გადაკვეთას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ამასთანავე ლტოლვილების გარკვეულმა ჯგუფმა ქვეყნებს შორის საზღვაო საზღვრის გადაკვეთა გასაბერი ნავების მეშვეობით სცადა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თურქეთში 3.6 მილიონი სირიელი, ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტი იმყოფება. მას შემდეგ რაც თურქეთის ხელისუფლებამ მათ საზღვირს გადაკვეთის უფლება მისცა ევროკავშირში მოხვედრა 35 000-ზე მეტმა ლტოლვილმა სცადა.

myquiz