მსოფლიოში კორონავირუსით 3 497 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 57 624-ია | Allnews.Ge

მსოფლიოში კორონავირუსით 3 497 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 57 624-ია

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 497 -მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 57 624-ია.

ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 070-ს შეადგენს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 197 ადამიანია დაღუპული, ირანში -124, სამხრეთ კორეაში კი 44. დღესდღეობით კორონავირუსი მსოფლიოს 97 ქვეყანაშია გამოვლენილი.

myquiz