აშშ რუსეთს მორიგი სანქციებით ემუქრება | Allnews.Ge

აშშ რუსეთს მორიგი სანქციებით ემუქრება

აშშ რუსეთს მორიგი სანქციებით ემუქრება, ვიდრე ყირიმი და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე კონტროლი კვლავ უკრაინის ხელში არ გადავა. განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

"აშშ უერთდება ევროპას და სხვა პარტნიორებს, რომლებიც გმობენ ფიქტიურ "არჩევნებს", რომელიც 11 ნოემბერს რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე ჩატარდა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მასში დაზუსტებულია, რომ ეს "არჩევნები" ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას, ხოლო აშშ განაგრძობს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მანამდე, ვიდრე ამ შეთანხმების პუნქტებს არ შეასრულებს.

myquiz