ბოლო ინფორმაცია კალიფორნიის სტიქიის ზონიდან, სადაც მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან | Allnews.Ge

ბოლო ინფორმაცია კალიფორნიის სტიქიის ზონიდან, სადაც მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 23 დაღუპულზე.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.

myquiz