რა ხდება კალიფორნიაში, სადაც ძლიერი ტყის ხანძარი მძვინვარებს | Allnews.Ge

რა ხდება კალიფორნიაში, სადაც ძლიერი ტყის ხანძარი მძვინვარებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება.

ტრამპმა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფის ბრძანება გასცა.

ბოლო ინფორმაციით, ტყის ხანძრების გამო, სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული.

ტყეები კალიფორნიაში ხუთშაბათიდან იწვის, დამწვარმა ფართობმა უკვე 36 ათას ჰექტარს მიაღწია, საკუთარი სახლების დატოვება 250 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია.

myquiz