კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად 3 ათასამდე სახლი დაიწვა | Allnews.Ge

კალიფორნიის შტატში მასშტაბური ხანძრის შედეგად 3 ათასამდე სახლი დაიწვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ პარადაისში მასშტაბური ხანძარია. ხანძარი ხუთშაბათს გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 8 ათასი ჰექტარზეა უკვე გავრცელებული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამი ათასამდე სახლია დამწვარი.

ქალაქიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულია 27 ათასი ადამიანი. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ დამწვრობის გამო ორი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული.

"მთელი ქალაქი ცეცხლშია. საზარელი სანახაობაა", - განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

myquiz