აშშ-მ ირანს სანქციები განმეორებით დაუწესა | Allnews.Ge

აშშ-მ ირანს სანქციები განმეორებით დაუწესა

ირანის წინააღმდეგ განმეორებით დაწესებული სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ვაშინგტონისთვის დამაკმაყოფილებელი შეთანხმება არ გაფორმდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მზად არის ირანთან ახალი, უფრო ყოვლისმომცველი შეთანხმება გააფორმოს, რომელიც "სამუდამოდ ჩაკეტავს გზას ბირთვულ იარაღთან".

"მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე, შეცვალოს დესტრუქციული მოქმედების სტილი, პატივი სცეს საკუთარი ხალხის უფლებებს და კეთილსინდისიერად დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას", - განაცხადა ტრამპმა.

myquiz