სიდედრის ჩივილი სიძის ღალატზე და შეყვარებულებს შორის ურთიერთობების გარკვევა - ჰაკერებმა Facebook-ს 257 000 მომხმარებლის ინფორმაცია გაასაჯაროვეს | Allnews.Ge

სიდედრის ჩივილი სიძის ღალატზე და შეყვარებულებს შორის ურთიერთობების გარკვევა - ჰაკერებმა Facebook-ს 257 000 მომხმარებლის ინფორმაცია გაასაჯაროვეს

ჰაკერებმა ინტერნეტში სოციალურ ქსელ Facebook-ის 257 ათასი მომხმარებლის ინფორმაცია განათავსეს, მათგან 81 ათას ექაუნთის შემთხვევაში პირადი შეტყობინებებიც კი ხელმისაწვდომია. ჰაკერები, რომლებიც აღნიშნული ინფორმაციის გაჟონვის უკან დგანან, ამბობენ, რომ ჯამში მათ 120 მილიონი მომხმარებლის მონაცემები აქვთ.

სექტემბრის დასაწყისში ინგლისურენოვან ფორუმზე Blackhatworld-ზე, რომელიც საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ეხება, გაჩნდა ახალი მომხმარებლის უცნაური პოსტი, რომელიც FBSaler-ის "ნიკით" წერდა, რომ Facebook-ის მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას ყიდდა.

"ჩვენი ბაზა საერთო ჯამში 120 მილიონ ექაუნთს შეიცავს და გვაქვს კონკრეტული ქვეყნების მიხედვით შერჩევის საშუალება. ერთი პროფილის ღირებულებაა 10 ცენტი"- ეწერა პოსტში. ამასთანავე, მომხმარებელმა მტკიცებულების სახით Fbserver-ის ლინკი მიუთითა, რომელზეც მაგალითის სახით ინფორმაციის ნაწილი იყო გამოქვეყნებული.

BBC-ის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში Fbserver-მა მუშაობა შეწყვიტა, თუმცა ახალ პლატფორმებზე ორჯერ ჩაირთო. მისი უკანასკნელი ანალოგი Socialser21-ის სახელს ატარებდა და 29 ოქტომბრამდე მუშაობდა, ამჟამად ისიც აღარ არის ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ Socialser21-ზე 257 ათასი პროფილის შესახებ ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული.

ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე აქტიურად უკრაინის მოქალაქეების ექაუნთებია წარმოდგენილი. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანული კომპანია Digital Shadows-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა რიჩარდ გოლდმა დაადასტურა, რომელსაც BBC-ის რუსულმა სამსახურმა დაუკვეთა ინფორმაციის კვლევა. საიტზე 47 ათასი უკრაინული ექაუნთია გამოქვეყნებული, რუსეთი, როგორც საცხოვრებელი ადგილი იმ 12 ათას მომხმარებელს ჰქონდა მითითებული, რომელთა ინფორმაციაც მოხვდა ამ საიტზე. აქვე წარმოდგენილია გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ბრაზილიის და დსთ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების გვერდები.

სქრინი გაკეთებული Fbserver-ზე, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს ყიდიდა

დაახლოებით მსგავსი შედეგები აჩვენა Fbserver-ზე არებული ინფორმაციის ანალიზმაც, რომელიც Social Data Hub-მა ჩაატარა.

აქვე უნდა ითქვას, რომ BBC-ისთან საუბარში სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე მომხმარებელმა, რომელთა პირადი მიმოწერა იყო გამოქვეყნებული, ამ მიმოწერის ნამდვილობა დაადასტურეს. შეტყობინებებში კი შეგხვდებათ, როგორც ერთმანეთისთვის დღესასწაულების მილოცვა, Depeche Mode-ის კონცერტის განხილვა, სიდედრის ჩივილი სიძის ღალატზე, მიმოწერა თაყვანისმცემლებთან, შერყვარებულებს შორის ურთიერთობის გარკვევა და ა.შ.

დანარჩენ შემთხვევაში კი ძირითადად ბიოგრაფიული ინფორმაცია და საკონტაქტო ტელეფონები იყო გამოქვეყნებული. ყველა ტელეფონის ნომერი, რომელიც BBC-იმ შეამოწმა, მოქმედი აღმოჩნდა და გამოქვეყნებული ექაუნთების მფლობელებს ეკუთვნოდა, არადა ამ მომხმარებლების ღია პროფილზე ტელეფონის ნომრები და დაბადების თარიღი მითითებული არ იყო.

Fbserver-ის საიტზე განთავსებული Facebook-ის მომხმარებლების პირადი მიმოწერები

Fbserver-ის შესახებ პირველად იაპონუყრმა საინფორმაციო სააგენტომ Kyodo-მ დაწერა.

როგორც BBC-მ დაადგინა, ნიშნების ერთბლიობა აჩვენებს, რომ როგორც პორტალის ამუშავებასთან, ასევე სოციალური ქსელის გატეხასთან შესაძლოა მონაწილეობა მიეღოთ რუსეთთან დაკავშირებულ ადამიანებს ან მათ, ვისაც სურდა, რომ რუსული კვალი დარჩენილიყო.

რუსლი კვალი

საიტი Fbserver 2018 წლის აგვისტოს ბოლოს შეიქმნა. სარეგისტრაციო ინფორმაცია საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოა: პორტალის მფლობელი, რომლის სახელი Namy Mayly-ა თითქოსდა პაკისტანში ცხოვრობს. რესურსის შექმნისას რუსული სერვისის მეილი Mail.ru იყო მითითებული, გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისის მდგომარეობით პორტალს პეტერბურგის IP-მისამართი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ "ბიბისის" რუსულმა სამსახურმა ამ მისამართის ცნობილ რუსულ ტროლების ფაბრიკასთან კავშირი ვერ იპოვა, რომლის ბაზაც სანკტ-პეტერბურგშია.

როგორც გაირკვა Fbserver-თან კიდევ 20 რესურსია დაკავშირებული- ამ ინფორმაციას ამერიკული საგამოძიებო კომპანია ThreatConnect ავრცელებს. მათი ნაწილი იყენებდა ან იყენებს რუსულ IP-მისამართს (მოსკოვი, პეტერბურგი, ვლადიმირის ოლქში). ამ საიტებს შორის კავშირი ჩანს საერთო DNS- სერევერების, ადმინისტრატორის საერთო ფოსტისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. როგორც წესი საიტებს დომენის დასახელებაში აქვთ .ug (უგანდა) ან .hk (ჰონგ-კონგი), თუმცა მითითებული აქვთ რუსული მეილი Mail.ru. ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრატორის საკონტაქტო ინფორმაციის სახით მითითებულია რუსული სახელები და გვარები და ტელეფონის ნომერბიც კი.

ერთ-ერთი მსგავსი ნომერი მოქმედი აღმოჩნდა და როდესაც ამ ნომერზე BBC-ის რეპორტიორმა დარეკა ზარს უპასუხა ქალბატონმა, რომელმაც რეპორტიორს თავი წარუდგინა როგორც მოსკოვში მცხოვრები ალიონა, თუმცა კორესპოდენტს უთხრა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა საიტთან Derevo.ug, რომლის დარეგისტრირებისას მისი ნომერი იყო მითითებული. გარდა ამისა მსგავსი საიტების შემქმნელები დარეგისტრირებისას საკმაოდ უყურადღებოდ იქცეოდნენ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში განსახლების არეალად ადმინისტრატორს მითითებული აქვს უგანდა, განსახლების ქალაქად კი მოსკოვი.

2018 წელს ინფორმაციის "გაჟონვასთან" დაკავშირებით ორი დიდი სკანდალი მოხდა Facebook-ის ირგვლივ. მარტში გახდა ცნობილი, რომ ბრიტანულმა კომპანია Cambridge Analytica-მ, 2015 წელს სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის ექაუნთებიდან შეაგროვა მონაცემები სპეციალური ტესტის დახმარებით, რომელის შევსებისასაც მომხმარებელი თავად თანხმდებოდა ინფორმაციის გაცემაზე. ყველაზე მეტად მაშინ Cambridge Analytica-ს ქმედებებით ამერიკელი მომხმარებლები დაზარალდნენ.

სექტემბრის ბოლოს კი სოციალური ქსელის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, რომ 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემების "გაჟონვა" აღმოაჩინეს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz