მერკელი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს - რა ელის გერმანიას მერკელის შემდეგ | Allnews.Ge

მერკელი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს - რა ელის გერმანიას მერკელის შემდეგ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გადაწყვიტა დეკემბერში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვოს და 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

მერკელი დეკემბერში პარტიის ლიდერის არჩევნებზე თავის კანდიდატურას აღარ წარადგენს.

"ეს ჩემი უკანასკნელი ვადაა კანცლერის თანამდებობაზე"- განაცხადა მიმდინარე კვირას ანგელა მერკელმა.

მისი თქმით, ის 2021 წლის შემდეგ, როდესაც ამოიწურება გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე მისი ყოფნის ვადა, არანაირი პოლიტიკური თანამდებობის პრეტენდენტი აღარ იქნება.

"ჩვენ ახალი გვერდის გახსნა გვჭირდება"- განაცხადა მერკელმა, თუმცა გადაწყვიტა, რომ კანცლერის თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე დარჩეს, რაც ეწინააღმდეგება მის მიერვე აქამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ ის კანცლერის თანამდებობაზე დარჩებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე იქნებოდა.

64 წლის მერკელის, რომელიც პარტიას 2000-დან, მთავრობას კი 2005 წლიდან უდგას სათავეში, გადაწყვეტილების მიზეზი ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩატარებულ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და მისი მოკავშირის ქრისტიანულ-სოციალური კავშირის მიერ ერთდროულად ქვეყნის ორ საკვანძო ფედერალური მიწაზე - ჰესენსა და ბავარიაში უმრავლესობის დაკარგვა აღმოჩნდა.

ვინ შეცვლის მერკელს ?

გერმანელი კომენტატორები მოცემულ მომენტში ერთ აზრზე არიან, როდესაც ამბობენ, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში ახლა არ არის პოლიტიკოსი, რომელიც ანგელა მერკელს კონკურენციას გაუწევდა პოპულარობაში პარტიის შიგნით.

მერკელის სავარაუდო პოლიტიკურ მემკვიდრეზე მსჯელობისას ხშირად ისმის ორი ქალის ქვეყნის თავდაცვის მინისტრის - ურსულა ფონ დერ ლიაიენის, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის და ბუნდესტაგის თავმჯდომარის ვოლფგანგ შოიბლეს სახელები.

თუმცა, ყველა მათგანს შოიბლეს გარდა, პარტიაში პოლიტიკური წონა არ ჰყოფნით, იმისთვის რომ მერკელს დაუპირისპირდნენ, შოიბლე კი 76 წლისაა და იმ შემთხვევაშიც კი თუ ის პარტიის ლიდერობასა და მთავრობის თავმჯდომარეობას დათანხმდება ესეც მხოლოდ დროებით, იქამდე სანამ ახალგაზრდა კანდიდატურა არ გამოიკვეთება.

რაც შეეხება ანგელა მერკელს, მისი პოპულარობა ეცემა არა მხოლოდ მისი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, არამედ სხვა ბევრი მიზეზიც ფიგურირებს.

სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, კანცლერის მუშაობით უკვე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტია უკმაყოფილო, კმაყოფილი კი მხოლოდ 17%-ია.

რა ელის გერმანიას მერკელის შემდეგ

ანგელა მერკელი იმდენი ხნის განმავლობაში დომინირებდა ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე, რომ მისი წავლა სერიოზულ ტრავმას მიაყენებს გერმანიას წერს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი.

"ის გამუდმებით იცავდა სოციალურ-საბაზრო ეკონომიკის მოდელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის ორი ასპექტი - სოციალური სამართლიანობა და კონსერვატიული ფინანსური პოლიტიკა - რეგულარულად ხდებოდა კრიტიკის სამიზნე ყველა მხრიდან.

გერმანიის ეკონომიკურმა ძალამ მისი მოქალაქეები ისეთი კრიზისგან იხსნა, როგორიც გადაიტანეს სხვა ქვეყნის მაცხოვრებლებმა. მაგრამ 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისმა, რომლის მიმართაც მერკელმა პრაგმატული და ლიბერალური პოზიცია დაიკავა მოიტანა შედეგები, რომელმაც საბოლოო ჯამში მერკელის პოლიტიკური კარიერა შეიწირა.

myquiz