ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერის ერთადერთი კანდიდატია | Allnews.Ge

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერის ერთადერთი კანდიდატია

სომხეთის პარლამენტის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელის კნიაზ საროიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატია.

"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურების წარდგენის ვადა ამოიწურა. ფაშინიანის გარდა სხვა კანდიდატურები არ არის", - აღნიშნა საროიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კენჭისყრა 1-ელ ნოემბერსაა დაგეგმილი.

ნიკოლ ფაშინიანი 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ გზით ის იმედოვნებს, რომ შეიქმნება ფორმალური საბაბი პარლამენტის დასათხოვად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ქვეყნის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა ხდება, თუკი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის გადადგომიდან ორ კვირაში დეპუტატები ორი სხდომის განმავლობაში ახალ პრემიერს ვერ აირჩევენ.

24 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა სპეციალურ სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭირა.

myquiz