ჩინეთში დანით შეიარაღებულმა ქალმა საბავშვო ბაღის 14 აღსაზრდელი დაჭრა | Allnews.Ge

ჩინეთში დანით შეიარაღებულმა ქალმა საბავშვო ბაღის 14 აღსაზრდელი დაჭრა

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში დანით შეიარაღებულმა ქალმა საბავშვო ბაღის 14 აღსაზრდელი დაჭრა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 39 წლის ეჭვმიტანილმა თავდასხმა საბავშვო ბაღის შესასვლელთან განახორციელა, როდესაც ბავშვები დილის ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა და დაცვამ მისი შეჩერება შეძლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.

myquiz