საბერძნეთის სანაპიროსთან 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

საბერძნეთის სანაპიროსთან 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროსთან, იონიის ზღვაში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.

სტიქიის ეპიცენტრი ათენიდან 287 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

"ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მოსახლეობამ შეგვატყობინა იმ მატერიალური ზიანის შესახებ, რომელიც შენობებს მიადგა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც", - განაცხადა კუნძულ ზაკინფის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოს ციპირასმა.

myquiz