კანადაში გართობის მიზნით მარიხუანა 2 დღეში სრულად ლეგალიზებული იქნება - გამოცდილება, რომელიც შესაძლოა, საქართველოს გამოადგეს | Allnews.Ge

კანადაში გართობის მიზნით მარიხუანა 2 დღეში სრულად ლეგალიზებული იქნება - გამოცდილება, რომელიც შესაძლოა, საქართველოს გამოადგეს

კანადა გახდება მეორე ქვეყანა, სადაც გართობის მიზნით მარიხუანა სრულად ლეგალიზებული იქნება. როდესაც 17 ოქტომბერს აკრძალვა საბოლოოდ გაუქმდება, კანადელებს მარიხუანას ყიდვა და მოხმარება ფედერალურ დონეზე ლიცენზირებული მწარმოებლებისგან შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ კანადაში მსოფლიოს მასშტაბით კანაფის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის.

კანადელებმა მხოლოდ 2017 წელს 4,6 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სამედიცინო და გასართობი დანიშნულების მარიხუანა მოიხმარეს - ერთმა მომხმარებელმა დაახლოებით 1 200 აშშ დოლარი გადაიხადა. ხარჯის დიდი ნაწილი მარიხუანის შავ ბაზარზე მოხვდა.

ურუგვაი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გასართობი მიზნით მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა, ნარკოტიკი დეკრიმინალიზებულია პორტუგალიასა და ნიდერლანდებში.

Allnews.ge BBC-ზე დაყრდნობით გთავაზობთ ამ ცვლილებების შედეგებსა და პოტენციურ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს, ანუ ვინ მიიღებს მეტ სარგებელს.

ადვოკატები - გამარჯვებულები

მოსალოდნელია, რომ კანონის ცვლილების შემდეგ სასამართლოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ბევრი საქმე შევა.

"მაშინ როდესაც ჩვენ აკრძალვების რეჟიმს ვშორდებით, ამავდროულად ვუახლოვდებით რეგულაციების ძალიან დეტალურ ჩარჩოს"- ამბობს ტორონტოში მოქმედი ნარკოტიკებისა და ლეგალიზაციის იურიდიული კომპანიის ექსპერტი ბილ ბოგარტი.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ის, თუ როგორ შეძლებენ პოლიციის ოფიცრები მარიხუანaს ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების გარჩევას ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლებისგან.

ამასთანავე, ერთ-ერთი პრობლემური საკითხია ისიც, რამდენად სანდოა ის მოწყობილობა, რომელიც კანაფში არსებული ფსიქოაქტიური ნივთიერების THC -ის გამოსავლენად გამოიყენება.

ადამიანები, რომლებიც სახლებს აქირავებენ - დამარცხებულები

აკრძალვის დასრულება იმას ნიშნავს, რომ მალე კანაფის მოხმარება ლეგალური იქნება და ასევე ფედერალური კანონის თანახმად ადამიანებს ლიმიტირებული რაოდენობით სახლში მისი მოყვანაც შეეძლებათ. ადამიანები, რომლებიც სახლებს აქირავებენ, შეწუხებულები არიან მარიხუანას მოწევით გამოწვეული უსიამოვნებითა და იმ ზიანით, რაც მათ უძრავ ქონებას მარიხუანaს სახლში კულტივაციის შედეგად შეიძლება მიადგეს.

ალბერტაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა უძრავი ქონების ერთ-ერთმა მსხვილმა გამქირავებელმა ჯერ კიდევ სექტემბერში თქვა, რომ მის ყველა შენობაში მარიხუანას მოწევა და კულტივაცია აკრძალული იქნებოდა.

პროვინციებმა შემოიღეს რეგულაციები იმასთან დაკავშირებით, თუ სად შეუძლია ადამიანს მარიხუანას მოწევა. ონტარიოში მაგალითად, მწეველს შეეძლება მარიხუანა იქ მოსწიოს, სადაც თამბაქოს მოწევაა ნებადართული, მაშინ როდესაც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აკრძალული იქნება ნიუ-ბრანსუიკში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადოში.

მსოფლიო ბრენდები - გამარჯვებულები

მარიხუანას ბაზარი მოსალოდნელია, რომ დიდი ბიზნესი იქნება - იქნება ბიზნესი, რომელშიც თამამად იქნება ინვესტიციების ჩადება შესაძლებელი, რადგან ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებუყლი სტიგმა ქრება.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მომხმარებელთა ბაზარი 4,2 მილიარდი დოლარიდან 8.7 მილიარდ დოლარამდე იმერყევებს და გართობის მიზნით მარიხუანას დაახლოებით 3,4მილიონიდან 6 მილიონამდე ადამიანი მოიხმარს მისი ლეგალიზებიდან პირველსავე წელს.

ამ რიცხვებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მსხვილ კორპორაციულ მოთამაშეებში.

"კოკა კოლას" არაფსიქოატიური კანაბიდიოლის მოყვანაზე უჭირავს თვალი, რათა ის სასმელებში ერთ-ერთ ინგრედიენტად გამოიყენოს. და ნიადაგის მოსასინჯად უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას კანადის ლიცენზირებულ მწარმოებელთან, Aurora Cannabis-თან მარიხუანას შემცველი გამაგრილებელი სასმელების ხაზის განვითარების შესახებ.

მარიხუანას მკვლევარები - გამარჯვებულები

კიდევ ძალიან ბევრი რამ არის შესასწავლი კანაფის ადამიანის ორგანიზმზე გავლენის შესახებ.

სამედიცინო და გასართობი მიზნით მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული კვლევა კანადაში შეზღუდული იყო მარიხუანას, როგორც კონტროლირებადი ნივთიერების მქონე სტატუსიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანა 2001 წლიდან არის ლეგალიზებული.

კვლევისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვება რთული იყო კანაფის კვლევის მიზნით, მოპოვებაც აკრძალული იყო და იმ კვლევების უმეტესობა, რომელიც ჩატარდა, კონცენტრირებული იყო იმაზე, თუ რამდენად საზიანოა ნარკოტიკი.

ახლა გაჩნდა იმის ნიშნები, რომ სტატუსის შეცვლის პარალელურად კვლევების ჩატარება და დაფინანსების მოპოვება უფრო ადვილი იქნება, რაც მათ რაოდენობას გაზრდის. და შესაძლებელი გახდება, როგორც მისი საზიანო, ასევე სასარგებლო თვისებების გამოკვლევა.

ჯასტინ ტრიუდო - გამარჯვებული

2015 წლის საარჩევნო კამპანიისას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ამბობდა, რომ ლიბერალური ხელისუფლება იმუშავებდა მარიხუანას ლეგალიზებისა და გაყიდვის რეგულაციის საკითხზე. სამი წლის შემდეგ მან აღნიშნა ეს, როგორც შესრულებული დაპირება.

წყარო: BBC

myquiz