ერაყში სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა | Allnews.Ge

ერაყში სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა

ერაყში, ბასრას პროვინციაში, სასმელი წყლით 111 ათასი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ქალაქ ბასრაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორმა, მაჰდი ატ-თამიმიმ განაცხადა.

"ჩვენი ინფორმაციით, მოწამლულთა რიცხვი 111 ათასს აღწევს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან", - განაცხადა ატ-თამიმიმ.

მისივე თქმით, გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ საკითხზე განმარტებებს ითხოვს.

myquiz