Associated Press - აშშ-ს თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა | Allnews.Ge

Associated Press - აშშ-ს თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც ბოროტმოქმედებმა 30 ათასი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლის საკრედიტო ბარათების მონაცემები და მათი მივლინებების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს. ამის შესახებ Associated Press წერს.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, კიბერშეტევა 30 ათას ადამიანს შეეხო, თუმცა გამოძიება გრძელდება და ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

სავარაუდოდ, კიბერშეტევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა ის მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს.

ამასთან, სააგენტოს ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა არ მომხდარა.

პენტაგონის წარმომადგენლის ჯოზეფ ბუჩინოს განცხადებით, კიბერუსაფრთხოების განყოფილება შეტევის მასშტაბებს სწავლობს და დამნაშავეების დადგენას ცდილობს.

myquiz