როგორ გაანადგურა ქარიშხალმა "მაიკლმა" ფლორიდის შტატის ნაწილი - იხილეთ კადრები სტიქიის ზონიდან | Allnews.Ge

როგორ გაანადგურა ქარიშხალმა "მაიკლმა" ფლორიდის შტატის ნაწილი - იხილეთ კადრები სტიქიის ზონიდან

ქარიშხალმა "მაიკლმა" ფლორიდის შტატს წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა. შტატის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, სტიქიამ ბევრი ოჯახი სერიოზულად დააზარალა. ყველაზე მეტად ქარიშხალმა ფლორიდის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს მიაყენა ზარალი, მიწასთან გაასწორა სახლები, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

დაიღუპა 6 ადამიანი, 370 000 ადამიანმა კი ევაკუაციის ბრძანება მიიღო, თუმცა, მას ბევრი არ დაემორჩილა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ.

ქარის სიჩქარემ წამში 155 მეტრს მიაღწია.

myquiz