ძლიერი წყალდიდობა ესპანეთში - დაიღუპა 9 ადამიანი | Allnews.Ge

ძლიერი წყალდიდობა ესპანეთში - დაიღუპა 9 ადამიანი

ესპანეთში, მაიორკაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უახლოეს ხანში სტიქიის ზონაში გაემგზავრება.

ადგილზე 500-მდე სპეციალისტი მუშაობს. ძლიერი წვიმების გამო, საფრთხის გაზრდილი დონე გამოცხადებულია მალაგაში, ბარსელონაში, ჟირონასა და ტარაგონაში.

myquiz