ძლიერი ქვიშის ქარიშხალი ირანში - დაშავებულია140 ადამიანი | Allnews.Ge

ძლიერი ქვიშის ქარიშხალი ირანში - დაშავებულია140 ადამიანი

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქვიშის ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 140 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო IRNA-ს კრიზისული საბჭოს ხელმძღვანელმა აბდორაჰმან შაჰნავაზიმ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სისტანის და ბელუჯისტანის პროვინციაში სუნთქვასთან, მხედველობასთან და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამედიცინო დაწესებულებებს დახმარების თხოვნით 145-მა ადამიანმა მიმართა, 27 მათგანი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში აგრძელებს.

შაჰნავაზის განცხადებით, ქარის სიჩქარე საათში 104 კილომეტრს აღწევდა.

myquiz