ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მზის ენერგიის ელექტროსადგური ააშენეს - იხილეთ ფოტოები | Allnews.Ge

ჩერნობილის აკრძალულ ზონაში მზის ენერგიის ელექტროსადგური ააშენეს - იხილეთ ფოტოები

ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ადგილას, სადაც 1986 წელს ისტორიაში ყველაზე მძიმე და სერიოზული ბირთვული კატასტროფა მოხდა, უკრაინაში მზის ენერგიის პირველი ელექტროსადგური აშენდა.

მოცემული მომენტისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით აშენებული სარკოფაგით არის იზოლირებული.

1986 წლის აპრილში რეაქტორის დაზიანების გამო ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფა მოხდა, რამაც მოსახლეობაში ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა გამოიწვია.

ამჟამად ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია აკრძალულ ზონად ითვლება და მისი ფართობი 2600 კმ² შეადგენს.

უკრაინამ მზის ენერგიის თავისი პირველი ელექტროსადგური აკრძალულ ზონაში სარკოფაგიდან სულ რაღაც 100 მეტრის მანძილზე ააშენა, თუმცა უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, აკრძალული ზონა ადამიანებისთის დაკეტილი 24 ათასი წლის განმავლობაში იქნება.

myquiz