ნიუ-იორკში ლიმუზინი ავარიაში მოყვა, დაიღუპა 20 ადამიანი | Allnews.Ge

ნიუ-იორკში ლიმუზინი ავარიაში მოყვა, დაიღუპა 20 ადამიანი

ნიუ-იორკში, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა.  ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ლიმუზინი ჯერ სხვა ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ფეხით მოსიარულეებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 დაღუპულიდან 18 ლიმუზინში იმყოფებოდა, რომლითაც ისინი საქორწინო წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

myquiz