"საოპერაციოში უსაქმურობის დრო არ არის" - ექიმი, რომელიც 200 ათას პაციენტს ემსახურება და კვირაში 58 ოპერაციას ატარებს | Allnews.Ge

"საოპერაციოში უსაქმურობის დრო არ არის" - ექიმი, რომელიც 200 ათას პაციენტს ემსახურება და კვირაში 58 ოპერაციას ატარებს

ექიმი ევან ატარ ადაჰა იმედის სხივივითაა იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელთა ცხოვრებაც შეიარაღებულმა კონფლიქტმა დაანგრია.

საკუთარი ხელით შექმნილ საავადმყოფოს, რომელიც სამხრეთ სუდანში მდებარეობს, ელექტროენერგია გენერატორის დახმარებით მიეწოდება, რომელიც ყოველთვის არ მუშაობს. სამედიცინო დაწესებულებაში არსებული რენტგენის ერთადერთი აპარატი გაფუჭებულია, საოპერაციო მაგიდა კი ერთადერთი ნათურით არის განათებული. ამ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ატარი და მისი გუნდი სამედიცინო მომსახურებას 200 ათასზე მეტ ადამიანს უწევენ, მათ შორის 144 ათას ლტოლვილს, რომლებიც სუდანის ცისფერი ნილოსის შტატიდან არიან.

სამხრეთ სუდანში არსებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა აფრიკის ლტოლვილებთან დაკავშირებული ყველაზე მძიმე საგანგებო ვითარება და მსოფლიოში მესამე ყველაზე დიდი მიგრანტთა კრიზისი წარმოქმნა.

ატარმა სუდანის დედაქალაქ ხართუმში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ პრაქტიკული სწავლება ეგვიპტეში გაიარა. 1997 წელს როდესაც სუდანი სამოქალაქო ომის ცეცხლში გაეხვა, პირველი სავაადმყოფო ცისფერი ნილოსის შტატში დააარსა.

გამუდმებული დაბომბვისა და ძალადობის ფაქტების მიუხედავად, ატარი და მისი გუნდი დაშავებულების მკურნალობას 2011 წლამდე აგრძელებდა, სწორად ამ დროს ის იძულებული გახდა ცისფერი ნილოსის შტატი დაეტოვებინა და სამხრეთ სუდანში გადასულიყო.

ატარმა სამხრეთ სუდანში ჩასვლისთანავე მიტოვებულ სამედიცინო ცენტრში ახალი ჰოსპიტალი გახსნა. მან საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიღო ფონდების მოსაძიებლად და ახალგაზრდა მოხალისეების გადასამზადებლად, რათა მათ ექთნებად და ბებიაქალებად ემუშავათ.

ატარი ახლაც თავისი სამუშაო დღის უმეტესობას ფეხზე ატარებს, საკუთარი სამუშაო ოთახი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი მთავარი ქირურგია.

"ჩვენ აქ სიცოცხლის გადასარჩენად ვართ და არა იმისთვის, რომ ვისხდეთ, საოპერაციოში უსაქმურობის დრო არ არის. ჩვენ ყველა თანაბარუფლებიანები ვართ, ჩვენ ყველა ერთი გუნდი ვართ"- ამბობს ექიმი.

იმის გამო, რომ ეს ზემო ნილოსის შტატში ერთადერთი საავადმყოფოა, ის 24 სათის განმავლობაში მუშაობს. პირობებისა და რესურსის  უკმარისობის მიუხედავად, ატარის გუნდი კვირაში საშუალოდ 58 ოპერაციის ჩატარებას და უთვლელი რაოდენობის ადამიანის გადარჩენას მაინც ახერხებს.

ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, როგორც წესი, სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის ნაკლებობაა. მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი პირველად სამედიცინო დახმარებასაც ვერ იღებენ და 800 მილიონი ადამიანი თავისი ბიუჯეტის 10%-ს მაინც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში ხარჯავს.

myquiz