თურქმენეთში ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი ფასიანი ხდება | Allnews.Ge

თურქმენეთში ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი ფასიანი ხდება

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა, პირველად 25 წლის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დააწესა. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში მომდევნო წელს შევა, თურქმენეთს საშუალებას მისცემს ბუნებრივი რესურსები უფრო რაციონალურად გამოიყენოს და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა განავითაროს.

"ქვეყნის ბუნებრივი რესურსები მხოლოდ ახლანდელ თაობას კი არ უნადა მოემსახუროს, არამედ მომავლსაც"- განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

ბოლო წლებში თურქმენეთის ხელისუფლებამ მოსახლეობას უფასო ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის რაოდენობა შეუმცირა და ბუნებრივი რესურსების დამატებით ოდენობაზე საფასური დააწესა.

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთი ისეთი პროდუქტების სუბსიდირებასაც ახორციელებდა, როგორიც ფქვილი, შაქარი და ზეთია, თუმცა ახლა ქვეყანა უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.

ბერდიმუჰამედოვის განმარტებით, თურქმენეთის მაცხოვრებლები კომუნალურების გადახდისას მაინც შეღავათიანი ფასებით ისარგებლებენ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რამდენი იქნება ეს გადასახადი.

ქვეყნის მოსახლეობა უფასო ბუნებრივ აირს, ელექტროენერგიასა და წყალს 90-იანი წლებიდან იღებს. პრეზიდენტის განმარტებით, რთულ გარდამავალ პერიოდში კომუნალურ გადასახადებზე და გარკვეულ პროდუქციაზე შეღავათები იყო დაწესებული, ბერდიმუჰამედოვის თქმით, ახლა განსხვავებული დროა.

წყარო: rferl.org

myquiz