დიდი ბრიტანეთი ახალ საიმიგრაციო სისტემას აწესებს | Allnews.Ge

დიდი ბრიტანეთი ახალ საიმიგრაციო სისტემას აწესებს

გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებით, ბრექსითის შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ იგივე საიმიგრაციო წესები გავრცელდება, როგორიც სხვა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებზე.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ახალ საიმიგრაციო სისტემას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამ სისტემის თანახმად ყურადღება მიექცევა მიგრანტთა კვალიფიკაციას და არა მათ წარმოშობას - განუცხადა "ბიბისის" წყარომ, რომელიც მთავრობის წევრია.

თუ აღნიშნული წესები საბოლოოდ დამტკიცდება ბრექსითის შემდეგ, ბრიტანეთში სამსახურის მიღების მსურველ მაგალითად რუს სპეციალისტს ისეთივე უფლებები და შესაძლებლობები ექნება, როგორც მსგავსი კვალიფიკაციის მქონე გერმანელ ან ფრანგ კოლეგას.

ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შრომითი მიგრანტების მიმართ ერთანირი წესები უნდა მოქმედებდეს მათი მოქალაქეობისა და წარმოშობის მიუხედავად და განსახლების ადგილიდან გამომდინარე დისკრიმინაცია აღარ უნდა არსებობდეს.

"ბიბისი"-ს წყაროს განმარტებით, მიღწეული შეთანხმება ჯერჯერობით საბოლოოდ გაფორმებული არ არის და მთავრობის წევრები უშვებენ გარკვეული მსუბუქი კორექტივების შეტანის შესაძლებლობას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, თუ ევროკავშირთან ბრექსითის ფარგლებში ეკონომიკური შეთანხმების მიღწევა გახდება შესაძლებელი.

იგივე წესები შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ მასთან სავაჭრო შეთანხმება გაფორმდება.

ევროკავშირი თავის მოქალაქეებს და ასევე ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და შვეიცარიის პასპორტების მფლობელებს ევროკავშირის ფარგლებში თავისუფალი სამუშაო მიგრაციის უფლებას აძლევს.

პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ბრიტანეთში შეუზღუდავი სამუშაო მიგრაციისთვის ბოლო მოეღოთ. ბრექსიტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ეს თემა არც კი განიხილება.

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის შემადგენლობიდან 2019 წ,ლის 29 მარტს უნდა გავიდეს. ბრექსითთან დაკავშირებით ახლა მიმდინარე მოლაპარაკებებზე გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს.

ამ პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე ისევე როგორც ევროკავშირში ბრიტანეთის მოქალაქეებზე ისევ ძველი წესები გავრცელდება.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა მოხდება ე.წ "ხისტი ბრექსითის" პირობებში, ანუ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება და ბრიტანეთი ვერ მოახერხებს ევროკავშირთან შერთანხმების გაფორმებას.

მოცემული მომენტისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის სამუშაო ვიზების გაცემაზე ლიმიტია დაწესებული. ახლა ამ ლიმიტის ზღვრუული მაჩვენებელი 20,7 ათასი სამუშაო ვიზაა. აღნიშნული ლიმიტი ტერეზა მეის ინიციატივაა, როდესაც ის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. აღნიშნული კვოტის გამო სამუშაო ვიზა ვერ მიიღო ათასობით IT-სპეციალისტმა და მედიკოსმა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მათი სერიოზული დეფიციტია.

myquiz