ბაქოში ვულკანი იფრქვევა | Allnews.Ge

ბაქოში ვულკანი იფრქვევა

ბაქოს გარადაღის რაიონში მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ოტმან-ბოზდაგის ტალახის ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ამოფრქვევა დილით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. "ამოფრქვევის სიმღლე 200-300 მეტრს აღწევს. ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა მრავალრიცხოვანი ნაპრალები, რომელთა სიღრმე 40 მეტრს აღწევს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოტმან-ბოზდაგი ბოლოს, 2017 წლის თებერვალში ამოიფრქვა. ვულკანი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც დასახლებული არ არის.

myquiz