ბრიტანეთის კუნძულებს შტორმი "ალი" დაატყდა თავს | Allnews.Ge

ბრიტანეთის კუნძულებს შტორმი "ალი" დაატყდა თავს

ბრიტანეთის კუნძულებს შტორმი "ალი" დაატყდა თავს. დუბლინის ტერიტორიაზე სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე მოქალაქე კი დაშავდა. Reuters-ის ინფორმაციით, ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროხაზები, ასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ავარიული სიტუაციები შეიქმნა ავტომაგისტრალებზეც. შტორმის გამო გაუქმდა ათობით ავიარეისი. რთული მდგომარეობაა ინგლისის და ირლანდიის რამდენიმე რეგიონში.

myquiz