კოშმარი ფილიპინებში: ტაიფუნი "მანგჰუტი" აზიის ქვეყნებში სასტიკ კვალს ტოვებს | Allnews.Ge

კოშმარი ფილიპინებში: ტაიფუნი "მანგჰუტი" აზიის ქვეყნებში სასტიკ კვალს ტოვებს

ფილიპინებში ტაიფუნი "მანგხუტის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების ეროვნული პოლიცია ავრცელებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 59 დაღუპულზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის 43 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 64 ადამიანი კი დაშავებულია.

მძლავრმა ტაიფუნმა "მანგხუტმა" ფილიპინების ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს პარასკევს საღამოს მიაღწია. ქარის სიჩქარე ზოგიერთ ადგილას საათში 170 კილომეტრს აღწევდა.

myquiz