აშშ-ის სანაპიროებს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება - ხალხი სტიქიისთვის ემზადება | Allnews.Ge

აშშ-ის სანაპიროებს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება - ხალხი სტიქიისთვის ემზადება

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში, რომლებსაც ქარიშხალი "ფლორენსი" უახლოვდება, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გათვალისწინებით, ქარიშხლით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაში ფედერალური ხელისუფლების წილი 75%-ს შეადგენს.

სამხრეთ კაროლინაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, 1 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები უნდა დატოვოს.

რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე, ხალხი სტიქიის ზონის დატოვებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი "ფლორენსი" აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ის სანაპიროს უახლოესი ხუთი დღის მანძილზე მიაღწევს.

myquiz