მასშტაბური აქციები რუსეთში - დააკავეს 1000-ზე მეტი ადამიანი | Allnews.Ge

მასშტაბური აქციები რუსეთში - დააკავეს 1000-ზე მეტი ადამიანი

რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

უფლებადაცვითი ორგანიზაცია ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში დააკავეს, საერთო ჯამში კი, მთელი რუსეთის მასშტაბით სულ მცირე 1018 ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

რეფორმის პროექტის თანახმად, ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წლამდე, კაცებისთვის კი - 65 წლამდე გაიზრდება.

myquiz