იაპონიაში ტაიფუნის გამო, 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა | Allnews.Ge

იაპონიაში ტაიფუნის გამო, 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

იაპონიაში, ტაიფუნ "ჯების" გამო ოსაკას, გიფუს, მიესა და აიტის პრეფექტურებში ელექტროენერგიის გარეშე 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა.

ტაიფუნის შემდეგ იაპონიის ამ ნაწილში მზიანი ამინდია, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა კი კონდიციონერებითა და ვენტილატორებით ვერ სარგებლობს.

ოსაკას პრეფექტურაში ელექტროენერგიის არარსებობის გამო 2000 შუქნიშანია გამორთული, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკს ზრდის.

ამ დროისთვის ტაიფუნს 9 ადამიანი ემსხვერპლა, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები კი 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.