სამხრეთ კორეაში სკოლებში ყავის აკრძალვას გეგმავენ | Allnews.Ge

სამხრეთ კორეაში სკოლებში ყავის აკრძალვას გეგმავენ

სამხრეთ კორეის ყველა სკოლაში ყავის სრულად აკრძალვას გეგმავენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Korea Times ავრცელებს.

ინიციატივის მიზანი, რომელიც სამხრეთ კორეის კვების უსაფრთხოების მინისტრს ეკუთვნის, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ამ დროისთვის სამხრეთ კორეის სკოლებში ყავის აპარატები დგას, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ყავის შეძენა. მოსწავლეები ამ სასმელს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიფხიზლის შესანარჩუნებლად მოიხმარენ. თუმცა, გასთვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარებას თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირებისა და უძილობის გამოწვევა შეუძლია, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.

რა მოუვა ორგანიზმს თუ დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას დავლევთ?

ყავა თუ ჩაი - რომელი უფრო სასარგებლოა?

პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით კოფეინსა და კალორიებს შეიცავს და ასევე ნაკლები კვებითი ღირებულება აქვთ, სამხრეთ კორეის სკოლებში აკრძალულია, მათ შორის, ენერგეტიკული სასმელები.

სამხრეთ კორეელი წლის განმავლობაში საშუალოდ 181 ფინჯან ყავას მოიხმარს, რაც აზიაში ყველაზე მაღლი მაჩვენებელია.

ყავა და დიეტა - 20 ჩვევა, რაც სახის კანს ანადგურებს

myquiz