ფლორიდაში გასართობი კომპლექსის ტერიტორიაზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა - მსროლელი იდენტიფიცირებულია | Allnews.Ge

ფლორიდაში გასართობი კომპლექსის ტერიტორიაზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა - მსროლელი იდენტიფიცირებულია

აშშ-ში, ფლორიდას შტატში, ქალაქ ჯექსონვილში გასართობი კომპლექსის ტერიტორიაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ასევე დაშავებულია 11 ადამიანი.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, პირი, რომელმაც გასართობ კომპლექსში ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. მსროლელის ვინაობა ცნობილია, ის 24 წლის დევიდ კაცია. ამის შესახებ ადგილობრივმა შერიფმა მაიკ უილიამსმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დევიდ კაცი ჯექსონვილში მიმდინარე კიბერსპორტის შეჯიბრის მონაწილე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ კაცის აგრესია კიბერსპორტის შეჯიბრში წარუმატებელმა გამოსვლამ გამოიწვია.

ქალაქ ჯექსონვილის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველი. სამართალდამცველები ადგილზე იკვლევენ აღნიშნულ საკითხს.

myquiz