შვედეთში ღამის განმავლობაში 80 ავტომობილი დაწვეს | Allnews.Ge

შვედეთში ღამის განმავლობაში 80 ავტომობილი დაწვეს

შვედეთში, გეტებორგში და ტროლჰეტანში უცნობმა პირებმა გუშინდელი ღამის განმავლობაში სულ მცირე 80 ავტომობილი დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი SVT ავრცელებს.

"ჩვენ გვქონდა პერიოდები, როდესაც ბევრი ხანძარი ფიქსირდებოდა, მაგრამ ერთსა და იმავე საღამოს, მცირე დროის მონაკვეთში სხვადასხვა ადგილას ამდენი ხანძარი ერთდროულად, არ მახსენდება", - განაცხადა შვედეთის დასავლეთ რეგიონის პოლიციის წარმომადგენელმა, ულა ბრემემ.

Göteborgs Posten-თვის მიცემულ ინტერვიუში პოლიციამ განმარტა, რომ შესაძლოა აქცია კოორდინირებული იყო სოციალური ქსელების მეშვეობით. თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. მათ ხელში ეკავათ ბენზინის ბიდონი და ხელკეტები, რომლითაც ავტომანქანების მინებს ამსხვრევდნენ.

ტროლჰეტანში კი პოლიციის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს.

"ახალგაზრდები პოლიციას ქვებს ესროდნენ. მათ სახეები დაფარული ჰქონდათ, რათა მათი იდენტიფიცირება რთული ყოფილიყო", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

myquiz