ესპანეთში ძლიერი სიცხის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ესპანეთში ძლიერი სიცხის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ესპანეთში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი სიცხის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის საგანგებო სამედიცინო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მეათე გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, მზის დარტყმისგან გარდაიცვალა, ქუჩაში იპოვეს.

გასული კვირის ბოლოდან ესპანეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

2030 წლიდან სიცხეს ყოველწლიურად 38 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება - რას გვეუბნებიან მკვლევარები ტემპერატურის მატებაზე

მეტეოროლოგები მიმდინარე კვირას ტემპერატურის შემცირებას პროგნოზირებენ.

myquiz