საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს - დიმიტრი მედვედევი | Allnews.Ge

საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

"საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ "კომერსანტის" ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა ალიანსის მზაობა, თავის რიგებში საქართველო მიიღოს, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ იყო.

myquiz