ისლანდიას სურს რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალოს | Allnews.Ge

ისლანდიას სურს რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალოს

ისლანდიას სურს რომ უცხოელებზე მიწების გაყიდვა აკრძალოს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

"პირველ რიგში მე მინდა დავიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მოიხმარენ და ამუშავებენ მიწას", - განაცხადა ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გარემოს დამცველია.

როგორც ადგილობრივი მედია გასულ თვეს წერდა, უცხოელებს სურდათ ქვეყნის ჩრდილოეთში 2 300 ჰექტარი მიწის ყიდვა, რათა გაეზარდათ უკვე ნაყიდი მიწის ნაკვეთების მოცულობა. ამიტომაც ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა დააწესოს შეზღუდვა უცხოელებზე.

ამდროისთვის, ისლანდიის მიწების მხოლოდ 0,1 პროცენტია უცხოელების მფლობელობაში. თუმცა, კორპორაციები ფლობენ მიწის 27,9 პროცენტს, ხოლო აღნიშნული კომპანიების უკან რომელი ეროვნების ადამიანები დგანან, უცნობია.

myquiz