რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი კომპანია Utair-ს ეკუთვნოდა და მასში ეკიპაჟის სამი წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა ან მფრინავის შეცდომა სახელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლეთ-ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურამ საქმის გამოკვლევა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისობაზე დაიწყო.