იაპონიაში 10-ზე მეტი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო იმისათვის, რომ იარაღის ყიდვის უფლება მოგცენ | Allnews.Ge

იაპონიაში 10-ზე მეტი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო იმისათვის, რომ იარაღის ყიდვის უფლება მოგცენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის ტარებაზე კონტროლისა და ზოგადად რეგულაციების გამკაცრებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. გამკაცრებული რეგულაციების თვალსაჩინო მაგალითად, ნამდვილად შეგვიაძლია მივიჩნიოთ იაპონია და აი რატომ:

თუ იაპონიაში ცხოვრობ და იარაღის ტარების უფლების მოპოვება და მისი ყიდვა გსურს, თავდაპირველად ცეცხლსასროლი იარაღის სპეციალურ გაკვეთილებზე უნდა იარო და წერითი გამოცდა ჩააბარო.

ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა განახორციელო ვიზიტი ექიმთან, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის დასადგენად საჭირო გამოცდას ჩაგიტარებთ.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ისტორია იარაღის შეძენისა და ტარების უფლებას გამორიცხავს.
ამ პროცედურების გავლის შემდეგ თუ კიდევ გაქვთ იარაღის შეძენის სურვილი, სროლის გაკვეთილებზე უნდა ჩაეწეროთ და ამასთანავე პოლიციას აუხსნათ, რისთვის გჭირდებათ და რატომ გსურთ იარაღის შეძენა, თუ სამართალდამცავ ორგანოში თქვენს პასუხს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ, თქვენს კრიმინალური ისტორიას გადახედავენ, რა დროსაც ბევრი რამე შემოწმდება, მათ შორის ვალის მოცულობა, ასევე თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

შემდეგი ეტაპი "დენთის ნებართვის" მოპოვებაა. კიდევ ერთდღიანი ტრენინგის გავლა მოგიწევთ, რა დროსაც სროლის გამოცდას ჩააბარებთ. ამის შემდეგ თქვენს სასურველ იარაღზე სერთიფიკატი უნდა მიიღოთ. თუ იარაღის სანადიროდ გამოყენება გსურთ, ნადირობის ლიცენზიის აღებაც მოგიწევთ. მას შემდეგ, რაც იარაღს შეიძენთ, მისთვის საიმედო დამცავი უნდა შეიძინოთ, რომელმაც უსაფრთხოების მკაცრ რეგულაციებს უნდა უპასუხოს. თქვენი იარაღის შესანახს პოლიცია შეამოწმებს. კიდევ ერთხელ გადახედავს თქვენს წარსულს და თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას დააკმაყოფილებთ, იარაღის ყიდვის უფლებას მოგცემთ.

იაპონიაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში. აქ წელიწადში საშუალოდ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი 10-ზე ნაკლები მკვლელობა ხდება. შედარებისთვის გეტყვით, რომ CDC-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 36 252 ადამიანი დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად.

myquiz